ეკონომიკამნიშვნელოვანისიახლეები

ლუფტანზა 12 აგვისტოდან ფრანკფურტიდან ფრენებს დაიწყებს

გერმანული ლუფტანზა თბილისის მიმართულებით ფრანკფურტიდან ფრენებს დაიწყებს.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ Lufthansa 15 წელზე მეტია ასრულებს რეგულარულ ფრენებს მისი ბავარიული ჰაბიდან – მიუნჰენიდან თბილისის მიმართულებით.

ამ ეტაპზე სრულდება კვირაში 6 ფრენა მიუნჰენიდან საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით და 2021 წლის 12 აგვისტოდან დაემატება პირდაპირი ფრენები Lufthansa-ს ყველაზე დიდი ჰაბიდან, ფრანკფურტიდან თბილისის მიმართულებით.

აღნიშნულ მიმართულებაზე Lufthansa საწყის ეტაპზე კვირაში 2 პირდაპირ ფრენას განახორციელებს. თბილისიდან უკან გასაფრენად მგზავრებს შეეძლებათ ეს ფრენა დააკომბინირონ Lufthansa-ს მიერ შესრულებულ ფრენასთან მიუნჰენის მიმართულებით/გავლით ან Eurowings-ის მიერ შესრულებულ ფრენასთან დიუსელდორფის მიმართულებით/გავლით.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ როგორც Lufthansa Group ვზრდით ჩვენს წამომადგენლობას ბაზარზე კვირაში 2 ფრენით ფრანკფურტიდან თბილისის მიმართულებით. 15 წელზე მეტია წარმატებულად ვასრულებთ მიუნჰენი თბილისის ფრენას. 12 აგვისტოდან უკვე შევძლებთ შევთავაზოთ ქართველ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი მიმართულება. Eurowings-თან ერთად რომელმაც ახლახანს დაიწყო პირდაპირი ფრენები დიუსელდორფიდან თბილისის მიმართულებით, აგვისტოში ჩვენ შევთავაზებთ ქართველ მომხმარებელს კვირაში 10 ფრენას მიუნჰენიდან, დიუსელდორფიდან და ახლა უკვე ფრანკფურტიდან“, აცხადებს Lufthansa-ს გენერალური მენეჯერი საქართველოში, უკრაინაში, სომხეთში, ბელარუსში, თურქმენეთში და აზერბაიჯანში რენე კოინცაკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button