მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში დიდი რაოდენობით რუსი ტურისტია

“კახეთში ყველაზე დიდი რაოდენობით, რუსი ტურისტი შემოდის. არინ ასევე საფრანგეთიდან, ამერიკიდან და ირანიდან”- ამის შესახებ, რადიო ჰერეთს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებულ, ტურიზმის განვითარების განყოფილებაში განუცხადეს.

” პანდემიის დაწყების დღიდან, ტურისტულმა სექტორმა დიდი დარტყმა მიიღო. ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, გამოცოცხლება არის. რუსეთიდან ყველაზე მეტი ადამიანი შემოდის, არიან ასევე საფრანგეთიდან, ამერიკიდან, ირანიდან. ჩვენ ვაძლევთ ტურისტულ მარშრუტებს, ვაკვალიანებთ ტრანსპორტის თაობაზე და ვეხმარებით, მაქსიმალურად გაეცნონ რეგიონს. ყველაზე მეტი დაინტერესება მაინც ისეთი ადგილების მიმართ არის, სადაც ღვინოა”- განაცხადა განყოფილების გამგემ, დიანა ფხოველიშვილმა.

ტურისტების რაოდენობის ზრდას ადასტუტებენ თელავის ისტორიულ მუზეუმშიც.

” ეპიდემიოლოგიური ვითარების კვალობაზე, ტურისტების რაოდენობა, გაზრდილია.ყველაზე მეტი დამთვალიერებელი რუსეთიდანაა, არიან სხვა ქვეყნებიდანაც. განსაკუთრებით აქტიურობენ, შაბათ- კვირას. როგორც ჩანს დაგეგმვის დროს, დასვენების დღეებს ამთხვევენ”- განაცხადა მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა.

პანდემიის დაწყებამდე, საქართველოს ბიუჯეტმა ტურიზმიდან,3.3 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო.
2020-21 წლებში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, თითქმის 95%-ით შემცირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button