მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველომ ლიეტუვისგან საჩუქრად „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა ვაქცინა მიიღო

კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა ვაქცინა საქართველომ ლიეტუვისგან საჩუქრად მიიღო. ვაქცინები თბილისის აეროპორტში 2021 წლის 24 ივლისს ჩამოვიდა.

„ლიეტუვის მთავრობის მიერ გამოყოფილი, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 15 ათასი დოზა ახლახანს ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!” – წერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თწიტტერ-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

24 ივლისს, საქართველომ ამერიკის მთავრობისგან საჩუქრად მიიღო ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერიც“.

მსგავსი პოსტები

Back to top button