მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

20 წელი გავიდა გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან

20 წელი გიორგი სანაიას მკვლელობიდან – 2001 წლის 26 ივლისს “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი საკუთარ სახლში, გაურკვეველ ვითარებაში, გარდაცვლილი იპოვეს.

ჟურნალისტის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი ხურცილავა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2003 წლის ცხრა ივლისს დამნაშავედ სცნო და თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

2013 წელს, მაშინ, როდესაც ბრალდებულს საპატიმროდან გამოსვლამდე ერთი წელი და რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, გიორგი ხურცილავა, იგივე “გრეცკო”, მასშტაბური ამინისტიის სიაში მოხვდა და ის გაათავისუფლეს.

გიორგი სანაიას ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ტრადიციულად დღესაც საფლავზე შეიკრიბებიან.

გიორგი სანაია “რუსთავი 2”-ში 1999 წლიდან მუშაობდა. მას “ღამის კურიერი” მიჰყავდა.

ნახეთ ვიდეო

https://www.facebook.com/RadioTbilisiFm93.5/posts/4185158728186268

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button