მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჩაკეტვის გარეშე, გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხებთ პანდემიას-ნათია თურნავა

ქვეყანაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ პანდემიის მართვა „ლოკდაუნის“ გარეშე, გაძლიერებული ვაქცინაციით მოხდეს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა

„ჩაკეტილ პირობებში პრაქტიკულად შესაძლებლობა გადაცემის და გადადების ნაკლებია, მაგრამ ამისთვის საჭიროა დამატებითი რესურსები, რომ ჩვენ დავეხმაროთ მაშინ იმ ინდუსტრიებს, რომლებიც არის ჩაკეტილი. ჩვენ დიდძალი სესხი ავიღეთ ამისთვის. მეტი სესხის აღების არც შესაძლებლობა არც სურვილი არ გაგვაჩნია იმიტომ, რომ სესხი სესხია, ის იქნება დასაბრუნებელი, ამიტომ შევქმენით ყველა პირობა იმისა, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით ჩვენ დავამარცხოთ პანდემია და გამოვიდეთ ამ ვითარებიდან ნაკლები დანაკარგით და ამას სწორედ ასე განვახორციელებთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ვაქცინის ხელმისაწვდომობის პრობლემა პრაქტიკულად მოხსნილია

„იმედი გვაქვს, რომ ზედმეტი დამატებითი სავალდებულოობის შემოღების გარეშე მოვახერხებთ მასობრივ ვაქცინაციას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 665 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 გარდაიცვალა

მსგავსი პოსტები

Back to top button