მსოფლიოსიახლეები

სავალდებულო ვაქცინაცია მსოფლიოში საპროტესტო ტალღის მიზეზი გახდა

მსოფლიო მოიცვა საპროტესტო გამოსვლებმა. საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია, ავსტრალია – მიზეზი კი არის სავალდებულო ვაქცინაცია და ე.წ მწვანე საშვი.

დელტა შტამით ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით დღითი-დღე მატულობს. ამის გამო შეერთებული შტატების მთავარი ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის განცხადებით,ამერიკაში განიხილავენ ვაქცინირებული ადამიანებისთვის პირბადის ტარების წესისა და ვაქცინის ბუსტერ დოზების შეთავაზების საკითხს.

სავალდებულო ვაქცინაციისა და რეგულაციების დაწესებას, პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა პარიზში. ათასობით ფრანგი მოქალაქე მთავრობას დიქტატურაში ადანაშაულებს და გადაწყვეტილების გადახედვას მოითხოვს.

მსგავსი დამოკიდებულება აქვთ იტალიაში, სადაც მედპერსონალის სავალდებულო აცრა უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

ასევე პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა სავალდებულო ვაქცინაციის გაპროტესტება საბერძნეთშიც.

რეგულაციების გადახედვას არც გერმანია გამორიცხავს.მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ვაქცინაცია ჩქარი ტემპით მიმდინარეობს, ინფიცირებულთა რიცხვის გაზრდის შემთხვევაში აუცრელი მოქალაქეებისთვის რესტორნებში, კინოთეატრებში, თეატრებსა და სპორტულ მოედნებზე შესაძლოა შეზღუდვები დააწესონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button