მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

უბედური შემთხვევა კახეთში-შუა ხნის მამაკაცს ავტომობილი დაეცა და გარდაიცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში შუა ხნის მამაკაცს ავტომობილი დაეცა. შემთხვევა ავტომანქანის სახელოსნოში მოხდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მამაკაცს, სახელოსნოში მოწყობილ სპეციალურ სადგამზე აწეული ავტომანქანა დაეცა.

დაშავებული სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოში გადაიყვანა.

მამაკაცს ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა, მძიმე დაზიანებების გამო, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელი გამოდგა, ექიმებმა დაშავებულის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მომხდარ ფაქტზე, გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button