მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სომხეთის პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანი დაინიშნა

სომხეთის პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანი დაინიშნა. დადგენილებას პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა, ხელი მოაწერა. დაკავებულ თანამდებობაზე, ვადამდელ სპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებული პოლიტიკური ძალის, „სამოქალაქო პლატფორმის“, ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის, კანდიდატურა მმართველმა პარტიამ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომაზე დაასახელა.

ნიკოლ ფაშინიანს აქვს 15 დღის ვადა, რათა ჩამოაყალიბოს და საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინოს ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომლის თითოეულ წევრს პარლამენტი დაამტკიცებს. მედიის ვარაუდით, ნიკოლ ფაშინიანს მთავრობის დამტკიცებისას წინააღმდეგობა არ შეხვდება პარლამენტში, სადაც მანდატების ორ მესამედს პრემიერ-მინისტრის თანაპარტიელები ფლობენ.

სომხეთის საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მხარს არ დაუჭერენ ახალ მთავრობას. ისინი პირველ სესიაზე მივიდნენ იმ პოლიტპატიმრების სურათებით, რომლებიც, მმართველი პარტიის ოპონენტების მტკიცებით, შეთითხნილი ბრალდებით არიან დაპატიმრებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button