Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

თურქეთში ხანძრებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფებამ „ცეცხლის შვილები“ აიღო

66

დაჯგუფებამ „ცეცხლის შვილები“, რომელიც ქურთისტანის მუშათა პარტიასთან არის დაკავშირებული, თურქეთში ტყის ხანძრებზე პასუხისმგებლობა აიღო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ ხანძრები მოაწყვეს, რადგან „თურქულ რეჟიმს სხვა ენა არ ესმის“ და მხოლოდ ასე შეიძლება ისინი „დააჩოქონ“.

ცნობისთვის, თურქეთში, ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა. ცეცხლი ანტალიის ტყის მასივს 28 ივლისს გაუჩნდა და საკურორტო ზონებში, მათ შორის, ბოდრუმსა და მარმარისში შეაღწია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 4 ათასზე მეტი ადამიანი, 6 თვითმფრინავი, 45 ვეტმფრენი და 117 სახანძრო მანქანაა ჩართული.

თურქეთის დასახმარებლად სახანძრო თვითმფრინავები გაგზავნეს უკრაინამ, რუსეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი