Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ბანგლადეშში ქორწილის სტუმრებს მეხი დაეცათ

34

ბანგლადეშში ქორწილის სტუმრები მეხი დაეცათ, შემთხვევის შედეგად არიან დაიღუპულები. ინფორმაციას ამის შესახებ RFI ავრცელებს.

როგორც გამოცემაში წერენ, შემთხვევა ქალაქ შინბგანჯში მოხდა. სტუმრები და ნეფე სანაპიროზე თავშესაფარს ეძებდნენ, როცა იქ რამდენიმე მეხი დაეცა. პატარძალი ჯგუფთან ერთად არ იმყოფებოდა. შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ნეფე კი დაშავდა.

ყოველწლიურად ბანგლადეშში მეხის დაცემის შედეგად ასობით ადამიანი იღუპება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი