მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

წყნეთში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

წყნეთში, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. კერძოდ, ლეონიძის ქუჩაზე მიწის გარკვეული მასაა ჩამოშლილი. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება შეზღუდულია.

თბილისის მერის თქმით, გზაზე მოძრაობის აღდგენა უახლოეს მომავალში მოხერხდება.

“აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ სამუშაოების განხორციელება. მაქსიმალური თანადგომა, მხარდაჭრრა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა ნაბიჯებს დგამს დედაქალაქის მერია, – აცხადებს კახა კალაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button