მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

1 დოზით აცრილი კოვიდგატანილი ადამიანები სრულად აცრილებთან გათანაბრდებიან

ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი და აიცრებიან 1 დოზით, სრულად აცრილ ადამიანებს გაუთანაბრდებიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დააზუსტა, რომ საქართველოში ორჯერ ვაქცინაცია მაინც ყველასთვის აუცილებელია.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებითვე ისევ სავალდებულო გახდა პირბადის ტარება საჯარო სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება,

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 146 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 44 გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button