სპორტი

დავით ხოჭოლავა დანიის სუპერლიგაში სადებიუტო გოლის ავტორი გახდა

დანიის სუპერლიგის მე-4 ტურში კოპენჰაგენურ დერბიში ხოჭოლავას ახალი კლუბი ბრონდბრიუს შეხვდა და 4:2 დაამარცხა.

28 წლის ქართველმა თამაშში ერთი გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. ეს მაშინ მოხდა, როცა მატჩის 35-ე წუთზე ,ანგარიში ფრე 1:1 იყო, კუთხურიდან ჩამოწოდებულს, ხოჭოლავამ თავი დაახვედრა და კოპენჰაგელები წინ გაიყვანა. ამით კი თანაგუნდელებს მოტივაცია აუმაღლა.

28 წლის ქართველი მცველი კოპენჰაგენს დონეცკის შახტარიდან შეუერთდა და 6 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

სხვათა შორის, თუ დანიელები და დინამო ბათუმი პლეი ოფში გავლენ, იქ ერთმანეთს მეტოქეობა გარანტირებული აქვთ.

კოპენჰაგენი დანიის სუპერლიგაში 8 ქულით მე-3 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 15 აგვისტოს, სტუმრად ორჰუსს შეხვდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button