ზურაბ ზვიადაური მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ფაქტზე, ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი პარლამენტარი, ზვიად ზვიადაური დააკავეს.
დაკავებულია, კონფლიქტში მონაწილე კიდევ ერთი, 44 წლის მამაკაცი, რომელიც ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით იმყოფებოდა.
წინასწარი მოკვლევით დადგენილია, რომ სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
პირველი გასროლა, გარდაცვლილმა ვასილ ცოცხალაშვილმა, ამჟამად დაკავებული მამაკაცის იღარიდან განახორციელა, რასაც საპასუხო გასროლა მოჰყვა.
ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა სამი პირი, მათ შორის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური და დაიჭრა ორი პირი.
ირკვევა, რომ ერთ-ერთ გარდაცვლილს, ნიკა კენჭოშვილს, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ზურაბ ზვიადაურმა ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები, „სტეჩკინის“ ტიპის პისტოლეტი და “საიგას” ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო.
წინასწარი ინფორმაციით, ზვიადაური შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა