მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

უგულავამ კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობა მიიღო

გიგი უგულავას ფოთში მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობა მისცეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
“როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ, კრემლმა უკან დაიხია. საბუთი ანუ ჯადო ჩემს ხელშია. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე”, – წერს გიგი უგულავა

31 აგვისტოს უგულავამ განაცხადა,, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ფოთში მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობა არ მისცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი განმარტავდა, რომ უგულავას განაცხადის მიღებისთანავე, მომსახურების სააგენტომ საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია გიგი უგულავას„უფლების ჩამორთმევის შესახებ“ და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. მათი ინფორმაციით, უგულავაზე ცნობის მოთხოვნის დღესვე გაიცა შუალედური პასუხი.

უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობაში აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე ინფორმაცია, მონაცემთა სუბიექტის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“

საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის შესახებ.

შეგახსენებთ, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button