მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველოში კორონავირუსის დღიური 2 684 შემთხვევაა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 684 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 83 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 2 695.
ბოლო მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 562 627
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 509 181
- მათ შორის გარდაცვლილი – 7 732
- ბოლო24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით 38 625 – მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 317 , PCR ტესტით – 16 308
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ220 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 196 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4,5 მილიონზე მეტი.