ავარია ახმეტაში – დაშავებულები ვერტმფრენით გადაიყვანეს
ახმეტის რაიონში ავტოავარიის შედეგად დაშავებულები ვერტმფრენით გადაიყვანეს თბილისში.
ისინი “ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში” მოათავსეს. ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და საფრთხე არ ემუქრებათ.
ახმეტის რაიონში ავტოავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. მათ ადგილზე დახმარება გადაუდებელ და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა ჯგუფმა აღმოუჩინა.
დაშავებულები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს.