კორონავირუსით ინფიცირებული 40 დღის ჩვილის მდგომარეობა მძიმეა

კორონავირუსით ინფიცირებული 40 დღის ჩვილის მდგომარეობა მძიმეა, ჩვილი ციციშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზეა.
“პარამენტებს ვამცირებთ და ვცდილობთ, მართვითი სუნთქვიდან მოიხსნას. ეს სწრაფად არ ხდება, ხანგრძლივი პროცესია, თუმცა, პარამეტრები შემცირებულია და იქნებ რამდენიმე დღეში მოვხნათ”. – განაცხადა ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ.
მისივე განცხადებით, კლინიკაშ მკურნალობენ კორონავირუსით ინფიცირებული 17 და 18 დღის ახალშობილები.
“14 და 15 დღის იყვნენ, რომ შემოვიდნენ, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
არის 2 პაციენტი ცერებრალური დამბლით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ერთი ჟანგბადდამოკიდებულია, ისიც მართვით სუნთქვაზე იყო და უკვე მოხსნილია”. – ამბობს ჩხაიძე.
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული 42 პაციენტი მკურნალობს.