კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მეგის ქარდავას საქართველოს გადმოსცემენ

მეგის ქარდავას უახლოეს დღეებში საქართველოს გადმოსცემენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება კიევის სასამართლომ მიიღო, რომელმაც ძალაში დატოვა იუსტიციის სამინისტროს ბრძანება საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ.

ინფორმაციას უკრაინაში საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი მეგის ქარდავას ადვოკატი ადასტურებს.

საქართველოში მეგის ქარდავა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, მათ შორის საუბარია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობაზე, ასევე წამებისა და არადაამიანური მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდზე.

საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button