Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

პედრი და ალბა ბარსელონას გრანადასთან ვერ დაეხმარებიან

11

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი ბარსელონასთვის დრამატულად დაიწყო. იმის გარდა, რომ საშინაო შეხვედრა ბაიერნთან მშრალი ანგარიშით დათმო, – რონალდ კუმანის გუნდს კიდევ რამდენიმე ცუდი ამბვი დაატყდა თავს.

რეკორდმაისტერთან შეხვედრის დროს ტრავმები მიიღეს ჟორდი ალბამ და პედრიმ. პედრის მარცხენა ბარძაყის ოთხთავა კუნთი აქვს დაზიანებული. დაახლოებით იგივე მდგომარეობა აქვს ჟორდი ალბასაც.

ესპანურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელებს მინიმუმ 3-4 თვე მოუწევთ დასვენება.

მომდევნო შეხვედრას კატალონიელები გრანადასთან 20 სექტემბერს გამართავენ. აქ კი გუნდს ვერც ალბა და ვერც პედრი ვერ დაეხმარებიან.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი