Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ლეონ გორეტცკა ბაიერნში 2026 წლამდე დარჩება.

10

მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი ლეონ გორეტცკა ბავარიულ კლუბში 2026 წლის ზაფხულამდე ითამაშებს. გუნდის ხელმძღვანელობამ მას კონტრაქტი, გაუხანგრძლივა.

ძველი კონტრაქტის მიხედვით, გერმანელს ვადა 2022 წელს ეწურებოდა, თუმცა ფეხბურთელსა და კლუბის მესვეურებს შორის პროდუქტიული შეთანხმება შედგა.

გორეტცკა რეკორდმაისტერს 2018 წელს შეუერთდა და 118 მატჩში 25 გოლი გაიტანა.

ამ დროის მანძილზე ის 3-ჯერ ქვეყნის ჩემპიონი და გერმანიის სუპერთასის მფლობელი გახდა. ორჯერ მოიგო გერმანიის თასი და თითო-თითო ტიტულებად ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერთასის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის თასები დააგროვა.

გორეტცკამ სახელი განსაკუთრებით გელზენკირხენის შალკეში გაითქვა, სადაც 2013-2018 წლებში თამაშობდა და 147 თამაშში თავი 19-ჯერ გამოიჩინა. გერმანიის ნაკრებში გორეტცკას ანგარიშზე 38 მატჩში 14 გოლია.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი