Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მამარდაშვილს დიდი გამოცდა ელის. წინ “რეალთან“ თამაშია

14

ესპანური მედია „ვალენსიაში“, წელს ჩარიცხული ქართველი გოლკიპერის, გიორგი მამარდაშვილის მდგომარეობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მისი პოზიციები ძველებურად მყარია. ახალი მთავარი მწვრთნელი კი მას ენდობა, – წერია სტატიაში.

ამ დროისთვის გიორგი იმ მეკარეთა შორისაა, რომლებიც ლა ლიგის სეზონში ნათამაშები წუთების მიხედვით ყველაზე ცოტა გოლს უშვებს.

20 წლის მეკარემ „ვალენსიის“ მაისურით 4 მატჩი ჩაატარა და საშუალო არითმეტიკულით, თითო მატჩში 0,5 გოლი აქვს გაშვებული.

მომდევნო ტურში „ვალენსია“ საკუთარ „მესტალიაზე“ „რეალს“ უმასპინძლებს და მამარდაშვილს სხვა ტურებთან შედარებით გაცილებით მეტი სამუშაო ექნება შესასრულებელი. ეს კი მისთვის დიდი პასუხისმგებლობა და ერთერთი მთავარი გამოცდაა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის წინ ვალენსიამ მამარდაშვილი სათადარიგო მეკარედ, სილესენის რეზერვად აიყვანა, თუმცა, ქართველ ფეხბურთელს შანსი მიეცა და მან ის კარგად გამოიყენა.

მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის ოთხივე ტურში სასტარტო შემადგენლობაში იყო, მისი გუნდი კი 10 ქულით სატურნირო ცხრილში ატლეტიკოსთან და რეალთან ერთად ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს.
“ღამურები” მომდევნო ტურს, 19 სექტემბერს “სამეფო კლუბთან” გამართავენ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი