Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე-არიან დაშავებულები

137

იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე, რამდენიმე წუთის წინ მიკროავტობუსი, რომელიც ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა, გადაბრუნდა.

ავარიის შედეგად 10-ზე მეტი მგზავრია დაშავებული. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შემთხვევის შედეგად მიღებული სხვადასხვა ხარისხის დაზიანებით, მგზავრები სასწრაფო დახმარების ბრიგადებს კლინიკებში გადაჰყავთ. ნაწილს დახმარება ადგილზე გაეწია.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

რა მუხლით დაიწყო მომხდარზე გამოძიება, ინფორმაციას შსს მოგვიანებით გაავრცელებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი