მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კანარის კუნძულ ლა პალმაზე 50 წლის შემდეგ ვულკანი კუმბრე ვიეია ამოიფრქვა

კანარის კუნძულ ლა პალმაზე ვულკანი კუმბრე ვიეია ამოიფრქვა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. საჭირო გახდა 5000-მდე ადამიანის ევაკუაცია. კუნძულზე 80 000-მდე მოსახლე ცხოვრობს.

ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა სახლები.

კანარის კუნძულებზე ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ჩავიდა. როგორც მან განცხადა, ამ ეტაპზე შესაბამისი ძალები მონიტორინგის პროცესში არიან ჩართულნი, რათა ლავამ ცეცხლის კერები არ გააჩინოს.

ვულკანი კუმბრე ვიეია ლა პალმას კუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ის ერთერთია აქტიურ ვულკანთაგან და ბოლოს 50 წლის წინ ამოიფრქვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button