Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მანჩესტერიდან 7 ფეხბურთელის გაშვება იგეგმება

15

მანჩესტერ იუნაიტედს გასულ ზაფხულს შთამბეჭდავი სატრანსფერო ფანჯარა გამოუვიდა. კლუბმა რაფა ვარანი, ჯეიდონ სანჩო და კრიშტიანუ რონალდო დაიმატა.

ამის გამო გუნდში ბევრი ფეხბურთელი დაგროვდა და კლუბის ხელმძღვანელობა შეთანხმდა, რომ 7 ფეხბურთელს შეელიოს.

არასაჭირო და ზედმეტ ფეხბურთელებად ინგლისური მედია სხვადასხვა ფლანგის მოთამაშეებს განიხილავს.

ლაპარაკია ენტონი მარსიალზე, დონი ვან დე ბეეკზე, ჯესი ლინგარდზე, ერიკ ბაილზე, ფილ ჯონსზე, დიეგო დალოტიზე და ალექს ტელესიზე.

იგივე წყაროს ცნობით, რონალდოს მოსვლის შემდეგ, გუნდში არამყარი პოზიციის მიუხედავად, მთავარი მწვრთნელი ედისონ კავანის გაშვებას არ აპირებს.

ურუგვაელი კლუბის ღირსებაა, – აცხადებენ ევროპული ფეხბურთის სპეციალისტები.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი