Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ტოჩინოშინის თეორიული შანსი და მესამე მოგება ბაშოზე

9

ტოკიოს შემოდგომის სუპერტირნირის მე-9 დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე მე-15 მაეგაშირა ჩიიონოოს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინმა მოწინააღმდეგეს იორიკირის ილეთით მოუგო და აქტივში მესამე გამარჯვება ჩაიწერა.

გორგაძეს 3 გამარჯვების წილ 6 მარცხი დაუგროვდა და თეორიული შანსი აქვს, რომ დადებითი ბალანსი დადოს.

ხვალ, აკი ბაშოს მე-10 დღეს ქართველი სუმოისტი მე-8 მაეგაშირა ტობიზარუს შეხვდება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი