მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტს ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალავენ

ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტს მეუფე სერგის( ჩეკურიშვილი) ლაგოდეხში, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დაკრძალავენ. მეუფეს ნეშტი, ტაძარში, 20 სექტემბერს გადაასვენეს.

დაკრძალვა 23 სექტემბერს, 14 საათზე შედგება.

შეგახსენებთ, მიტროპოლიტი კორონავირუსის შედეგად განვითარებული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

მეუფე სერგის, ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც, კოვიდ- 19- ით დაინფიცირდა.
ერთკვირიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ნეკრესის ეპარქიის მმართველი, თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში აღესრულა.

მეუფე სერგი, ერისკაცობაში ზურაბ ჩეკურიშვილი, 1959 წელს, რუსთავში დაიბადა.
ნეკრესის ეპარქიას, ის, 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button