Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ზურაბ ზვიადაურს ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ

16

ზურაბ ზვიადაურს ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მას უახლოეს დღეებში გადაიყვანენ.

ადვოკატების განმარტებით, საყურადღებოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბრალდებულს ხერხემალზე ოპერაცია ესაჭიროება.

შეგახსენებთ, წინანდალში, 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.

ზურაბ ზვიადაურს, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.
თელავის რაიონულმა სასამართლომ, ყოფილი დეპუტატს პატიმრობა, 18 აგვისტოს შეუფარდა. დაპატიმრებულია მისი ნათესავი, ჯაბა ჯანგირაშვილი, რომელსაც გამოძიება, ცეცხლსასროლი იარაღის, დაუდევრად შენახვას ედავება.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 238-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი