Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ზენიტის ფეხბურთელები კვარაცხელიას ეუხეშნენ. მსაჯმა სლუცკი გააძევა

9

რუსეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში ყაზანის რუბინმა შინ პრემიერ-ლიგის ლიდერი ზენიტი მიიღო.

პირველივე ტაიმში რუბინმა 3 გოლი გაუშვა და საბოლოოდ ლეონიდ სლუცკის გუნდმა 1:3 წააგო.

მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელია 73-ე წუთზე შეცვალა, რადგან მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები მის წინააღმდეგ აშკარად უხეშობდნენ. მიუხედავად ამისა, მატჩის არბიტრი რეაგირებას არ ახდენდა. სამაგიეროდ, მსაჯმა ივანოვმა რუბინის თავკაცი 62-ე წუთზე ყვითელი ბარათით გაააფრთხილა, 76-ე წუთზე კი მოედნიდან გააძევა.

„15 წლის მანძილზე 2 წითელი ბარათი მაქვს მიღებული და ორივე ივანოვისგან. მოვითხოვ, მან ჩვენს მატჩებს არ უმსაჯოს. კვარაცხელიას სისხლჩაქცევები აქვს და ყინულებში ზის. ეს კი არაკომპეტენტური მსაჯობის დამსახურებაა“- აღნიშნა სლუცკიმ მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ რუბინი რუსეთის პრემიერლიგაში 14 ქულით მე-5 ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 სექტემბერს, სტუმრად მოსკოვის დინამოს შეხვდება. დინამო სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზეა. ხვიჩა კვარაცხელიას კი მიმდინარე სეზონის 7 მატჩი 1 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს აქტივში.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი