მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ხმაური და დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში

ხმაური იყო სოფელ სალხინოში, სადაც მეუფე სტეფანეს მიერ საბოლოოდ განკვეთილ სასულიერო პირებთან, სალხინოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დეკანოზი ტარიელ რუხაძე მივიდა, რომელმაც მღვდლებს კელიების დატოვება მოსთხოვა.

მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი სასულიერო პირები დეკანოზს არ ემორჩილებიან. ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებიან

სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც მეუფის წარგზავნილმა პირებმა კელია დატოვეს. მეუფე სტეფანე დღეს ეპარქიაში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, მეუფე სტეფანემ რამდენიმე სასულიერო პირი ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთა და საერო ცხოვრებაში დაბრუნება ურჩია.

მსგავსი პოსტები

Back to top button