Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გარდაცვლილის კომპიუტერსა და მობილურს არ უბრუნებენ

167

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალაიშვილის ოჯახი სამართალდამცველებისგან შვილის მობილურისა და კომპიტერის დაბრუნებას ითხოვს.

ბაჩალიაშივილის ოაჯხის განცხადებით, საქმე დახურულია ამიტომ გაუგერბარია, რატომ ამბობს უარს გომალურის უწყება ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილურისა და ლეპტოპის დაბრუნებაზე.

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დახურა.

ოფიციალური ვერსიით, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, რომლის ცხედარიც გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ, საკუთარ ავტომობილში იპოვეს სამანქანო გზის პირას, თვითმკვლელობაა.

ოჯახი გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე ეჭვქვეშ აყენებს ამ ვერსიას და გამოძიების მიმართ ნდობა არაერთხელ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების დახურვამდე ცოტა ხნით ადრე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა ამ საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისთვის დაკავებული პირი, დავით ფურცხვანიძე – მან ადვოკატს მიაწოდა დამონტაჟებული გრაფიკული მასალა, რომელიც, მისი თქმით, სატელიტიდან გადაღებული კადრები იყო იმ დღეების, როდესაც თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი