კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

პოლიციის მაღალჩინოსანი მის მიმართ გამოტანილ ვერდიქტს არ ეთანხმება

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ვანო ზანდარაშვილის ოჯახის წევრები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტს არ ეთანხმებიან. მათი მტკიცებით, გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ბრალდებულმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურაბ საჩიშვილი განზრახ მოკლა, მიკერძოებულია.

ვანო ზანდარაშვილის ძმა ამტკიცებს, რომ მკვლელობა აფექტში, მძიმე შეურაცხყოფის შემდეგ მოხდა.

” საჩიშვილების ოჯახის წევრს, ადამიანის დაჭრაზე ერთი წელი მიუსაჯეს. ჩვენ ველოდებოდით, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იქნებოდა მიუკერძოებელი. მანქანაში გასროლა არ ყოფილა, მკვლელობის მიზეზი იყო, მძიმე შეურაცხყოფა, რამაც აფექტი გამოიწვია”- განაცხადა ალექსი ზანდარაშვილმა.

ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი სამართლიანად მიაჩნია, მოკლული, ზურაბ საჩიშვილის ოჯახს.

” მძიმე ღამე იყო, მაგრამ ჩვენ იმედს არ ვკარგავდით, რომ სამართალი აღსრულდებოდა. მადლობა, პროკურატურას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში წვლილი შეიტანა”- განაცხადა აკა საჩიშვილმა.

საქმის პროკურორის, ლაშა ბიწაძის განმარტებით, ბრალდებამ, წარმატებით დაარწმუნა ნაფიცი მსაჯულები.

” ნაფიცი მსაჯულები, ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მივიდნენ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ზანდარაშვილმა ჩაიდინა განზრახი მკვლელობა და რა აფექტის მდგომარეობაში. ჩვენ სწორად შევძელით, სასამართლოს დარწმუნება”- განაცხადა ბიწაძემ.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ვანო ზანდარაშვილი, ზურაბ საჩიშვილის განზრახ მკვლელობაში, თითქმის ათსაათიანი მსჯელობის შემდეგ ცნო დამნაშავედ.

ბრალდებულისათვის სასჯელის დანიშვნის გადაწყვეტილებას, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, გრიგოლ ვატიტაძე, ცოტა ხანში გამოაცხადებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button