კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ექიმის მკვლელობისთვის პოლიციის მაღალჩინოსანს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე, პოლიციის მაღალჩინოსანს, ვანო ზანდარაშვილს, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გრიგოლ ვატიტაძემ, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ არ გაიზიარა, ბრალდებულის დაცვის მხარის შუამდგომლობა, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გაუქმების თაობაზე.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის განზრახ მკვლელობაში, ვანო ზანდარაშვილი დამნაშავედ, თითქმის ათსაათიანი მსჯელობის შემდეგ ცნო.
11 ნაფიცი მსაჯულიდან, გადაწყვეტილებას მხარი 8 წევრმა დაუჭირა.

ბრალდებულის დაცვის მხარე, თითქმის ორი კვირის განმავლობაში არწმუნებდა სასამართლოს, რომ მკვლელობა აფექტში, გარდაცვლილის მხრიდან, მძიმე შეურაცხყოფის ფონზე მოხდა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, თელავის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით გათვალისწინებული, განზრახ მკვლელობა ჩაიდინა, რაც საბოლოოდ, ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს.

პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში, 7 სექტემბრიდან მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, მკვლელობა, 2020 წლის 25 დეკემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button