მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ხანძარი ახმეტაში-დამწვარია აგრომაღაზია
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში აგრომაღაზია დაიწვა. დღეს დილით გაჩენილმა ხანძარმა თემურ თელაურიძის ოჯახის კუთვნილი აგრომაღაზია, ღვინის მარანი და იქ არსებული ტექნიკა, სრულად გაანადგურა.
ხანძრის შესახებ ოჯახს მეზობლებმა შეატყობინეს, თუმცა, ობიექტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აგრომაღაზიის მფლობელის განმარტებით, ხანძრით მიყენებული ზარალი 200 ათას ლარზე მეტია.
თელაურიძეები დახმარებას ითხოვენ და გეგმავენ, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართონ.
ადგილზე სამაშველო ჯგუფი იყო მისული, რომელმაც ცეცხლის ლიკვიდაცია უკვე განახორციელა.