მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თუშეთში კესელოს ციხეების კომპლექსში კოშკი ჩამოინგრა

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ისტორიული, ოთსართულიან ციხე, მთლიანად ჩამოიშალა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კოშკის ჩამონგრევის მიზეზი, თუშეთში მოსული სტიქია გახდა, რომლის დროსაც რამდენჯერმე მეხიც ჩამოვარდა.

სტიქიის შედეგად, დაზიანებული და დამეწყრილია, ფშაველი-აბანო-ომალოს შიდა სახელმწიფოებრივი გზაც.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განმარტებით, სპეციალისტები გადაღებას ელოდებიან.

” სპეციალისტები და საგზაო დეპარტენტის წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ, თუმცა გამოდარებაა საჭირო. ხვალიდან დავიწყებთ მუშაობას, რომ თუ იქ ხალხია ჩარჩენილი, ყველა გადმოვიყვანოთ. იცით, რომ დაინგრა ისტორიული კესელოს ციხის ნაწილიც. როგორც კი გზა აღდგება, კოშკზეც მუშაობა დაიწყება”- განაცხადა ჰერეთთან შიოშვილმა.

კესელოს ციხეების კომპლექსი 2011 წელს აშენდა, როგორც დართლოს პროექტის ერთ-ერთი ნაწილი.

მეწყერი თუშეთში – მოძრაობა აკრძალულია

მსგავსი პოსტები

Back to top button