სპორტი

ლუკა მაისურაძემ ზაგრემში ვერცხლის მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმიდნარე გრან-პრიზე 23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ ფინალური შეხვედრა დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

90კგ. წონით კატეგორიის ფინალში ქართველი ძიოდოისტი აზებაიჯანელ მამადალი მეჰდიევს შეხვდა და მეტოქემ მაისურაძე იპონით დაამარცხა.

საინტერესოა,რომ ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილმა მოიპოვა.

ასე, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მონაპოვარი ამ დროისთვის ერთი ვერცხლი და ერთი ოქროა.

შეგახსენებთ,რომ წინა დღით 81 კგ.წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ზაგრემის გრან-პრის ტურნირი ოქროს მედლით დაასრულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button