Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კახეთში პარტია “საქართველოსთვის” წევრი ქურდობის ბრალდებით დააკავეს

113

პარტია “საქართველოსთვის” წევრი , ვასილ პაპაშვილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, 22 წლის პაპაშვილი, საცხოვრებელი სახლების დამხმარე ნაგებობებიდან, ლითონის საგნებს სისტემატიურად იპარავდა .

წინასწარი ინფორმაციით, ერთ- ერთ დაზარალებულს, პარტია ” საქართველოსთვის” წევრმა, ვენახის საწამლი ხელსაწყო და სპილენძის ფოტო მოპარა, რა დროსაც, ის დააკავეს.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა მოწყობილობა, მათ შორის სპილენძის ქვაბი.
პაპაშვილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი