თელავში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
თელავში, სოხუმის დაცემის 28-ე წლისთავზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი, მემორიალთან, ვეტერანებთან ერთად მივიდა.
კახეთის გუბერნატორმა, როგორც აფხაზეთის ომის უშუალო მონაწილემ, 28 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა.
“დღევანდელი დღე მეტად ემოციურია ჩემთვის. უშუალო მონაწილე გახლდით ამ ბრძოლების, ჩემი ასეულით ვიღებდი მონაწილეობას. დღეს, ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ, ომში გმირულად დაღუპული გმირების ხსოვნას. 28 წელი გავიდა, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რა დროც არ უნდა გავიდეს, ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთსაც და სამაჩაბლოსაც ,” – განაცხადა შიოშვილმა.
27 სექტემბერი, აფაზეთში ქართულ- რუსული კონფლიქტის ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლის დღეა, რომელსაც შედეგად, სოხუმის დაცემა მოჰყვა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. 250 000-ზე მეტი ადამიანი აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილი გახდა.