Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გიორგი შერმადინს ტრავმა აქვს. ის კლუბს ვერ დაეხმარება

14

საქართველოს ნაკრების და ლენოვო ტენერიფეს ცენტრი, გიორგი შერმადინი ტრავმირებულია და თვეზე მეტს პარკეტზე ვერ გამოვა.

32 წლის ქართველმა კალათბურთელმა ტრავმა, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, ბილბაოსთან შეხვედრაში მიიღო.

ტენერიფეს პრესსამსახურის ცნობით, შერმადინმა თამაში ბოლომდე ვერ მიიყვანა. ის წელის არეში დაზიანდა და დაახლოებით 5-6 კვირა მაინც გაუცდება.

ბილბაოსთან შეხვედრაში შერმადინმა 19 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ტენერიფემ ანგარიშით 89:79 მოიგო, გიორგი კი მატჩის MVP-ად დასახელდა.

ტრავმის გამო გიორგი შერმადინი ტენერიფეს ACB ლიგასა და საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის უახლოეს შეხვედრებში ნამდვილად დააკლდება.

სავარაუდოდ, კალათბურთელი მწყობრში ჩადგომას მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დებიუტისთვის მოასწრებს, სადაც საქართველოს ნაკრები გამოსვლას 26 ნოემბერს, უკრაინასთან საშინაო შეხვედრით დაიწყებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი