სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი სან-დიეგოს ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ს ქალაქ სან-დიეგოს ღია ჩემპიონატის პირველივე წრეში დამარცხდა.

სასტარტო შეხვედრაში მისი მეტოქე იტალიელი ლორენცო სონეგო იყო,რომელიც ტურნირზე მე-9 ნომრად გახლდათ განთესილი.

ბასილაშვილმა სონეგოს მოწოდება ვერცერთხელ მოიგერია და ბუნებრივია, რომ წააგებდა ამ მატჩს.

შეხვედრა საათი და 21 წუთი გაგრძელდა. 29 წლის ქართველს ეისიც კი არ მოუწოდებია და თამაში ანგარიშით: 3:6, 4:6 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ სან-დიეგოს ღია ტურნირის საპრიზო ფონდი 661 800 დოლარია.

მსგავსი პოსტები

Back to top button