მნიშვნელოვანისპორტი

საქართველოს ქალი მოჭადრაკეები მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერები არიან

ესპანეთის ქალაქ სიტჯესში მიმდინარე საერთაშორისო გუნდურ საჭადრაკო ტურნირზე საქართველოს ქალთა ნაკრები წაუგებლად თამაშობს.

წელს ასპარეზობა განსხვავებული ფორმატით დაიგეგმა.12 გუნდი 2 ჯგუფად დაიყო და თითოეული ჯგუფიდან 4 გუნდი ფინალურ, ნოკაუტ-სისტემით პლეი-ოფში ითამაშებს.

ტურნირზე, ჩვენი ნაკრების და მასპინძელი ქვეყნის გუნდების გარდა თამაშობენ: აზერბაიჯანის, გერმანიის, ინდოეთის, ყაზახეთის, პოლონეთის, აშშ-ის, უკრაინის, სომხეთის, რუსეთის და საფრანგეთის ეროვნული საჭადრაკო ნაკრებები.
ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავენ: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე და სალომე მელია. ნაკრებს დავით ჯოჯუა კაპიტნობს, გუნდის თავკაცი კი ელიზბარ უბილავაა.

ქართველებმა 4 ტური დაუმარცხებლად გაიარეს და 6 ქულით B ჯგუფის სათავეში იმყოფებიან. მათ 5-5 ქულით ყაზახეთი და უკრაინა მოჰყვებიან.

A ჯგუფის ლიდერი 8 ქულით რუსეთის ნაკრებია, მეორე და მესამე პოზიციას ამ დროისთვის 5-5 ქულით სომხეთი და ინდოეთი ინაწილებენ.

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრები 30 სექტემბერს გაიმართება. 1 ოქტომბერს ნახევარფინალებია, უძლიერესი ნაკრების გამოსავლენი ფინალური მატჩიკი 2 ოქტომბერს ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button