Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

აფეთქება კაბალში-უკავშირდება თუ არა ფაქტი ბიზნესწილებზე დავას

22

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, პირველი კომენტარი ჯემალ ნიაზოვმა გააკეთა.

ნიაზოვი ის პირია, რომლის შვილს, ამილ ნიაზოვს,  გავრცელებული ინფორმაციით იმზარ მამედოვთან და საკუთარ ბიძასთან, მურად ნიაზოვთან ბიზნესის გამო უთანხმოება ჰქონდა.

ჯემალ ნიაზოვი ყველასთან დაპირისპირებას უარყოფს, მამედოვთან მხოლოდ ნაცნობობას და საკუთარ ძმასთან უთანხმოებას ადასტურებს.

” ცნობით ვიცნობ. არც მე და არც ჩემს შვილს არანაირი დაპირისპირება არ გვქონია მასთან. მე მიწა გავყიდე და ვისაც მივყიდე, იმათგან შეიძინა მამედოვმა.   ჩემს ძმასთან ურთიერთობა ერთი წელია არ მაქვს. მე კაბლის ბაზარი გადავიფორმე იმიტომ,  რომ მან პირობა არ შეასრულა. თუმცა ჩემს ძმას ვინ შეუგდო ხელყუმბარა, არ ვიცი.ჩემი შვილი იყო საკრებულოს დეპუტატი, ქართული ოცნებიდან, მაგრამ მას  აღარ სურდა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა და კარგად ხანია, თურქეთშია წასული.”- განაცხადა ნიაზოვმა.

შეგახსენებთ, დღეს, გამთენიისას, კაბალში მცხოვრებ იმზარ მამედოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ორი ხელყუმბარა შეაგდო.

ორი კვირით ადრე, ყუმბარა შეაგდეს, კაბალში მცხოვრები მურად ნიაზოვის სახლის ეზოშიც.

მომხდარ ფაქტებზე ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი