ჯასტინ თორნტონი ნოკაუტის შედეგად გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამწუხარო ამბავი მიიღო ძალოსნური სპორტის გულშემატკივარმა: MMA- ს მებრძოლი ჯასტინ თორნტონი უძლიერესი ნოკაუტის შემდეგ გარდაიცვალა.
BKFC -ის მიერ გამართულ ივენთიზე 38 წლის თორნტონი და 39 წლის დილონ კლეკლერი ერთმანეთს ხელთათმანების გარეშე დაუპირისპირდნენ.
ბრუტალური ნოკაუტის შემდეგ თორნტონმა გონება დაკარგა და კლინიკაში გადაიყვანეს.
ბრძოლის მერე ის ნახევრად პარალიზებული იყო, თუმცა რა გახდა მისი გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი, გაურკვეველია.
BKFC-ის პრეზიდენტმა დეივ ფელდმანმა მებრძოლის გარდაცვალება დღეს დაადასტურა.
აღსანიშნავია, რომ თორნტონი ძალიან გამოცდილი იყო და MMA-ში წლების მანძილზე მონაწილეობდა. 2021 წლის დასაწყისში მან BKFC-ში გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ხელთათმანების გარეშე ჩხუბი 2018 წლამდე აკრძალული იყო