Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობები მანჩესტერულ კლუბებს აქვთ. ტოპ 10

6

სპორტული კლუბების საერთაშორისო ცენტრმა CIES – მა საკუთარ ვებ-გვერდზე იმ ევროპული საფეხბურთო კლუბების სია გამოაქვეყნა, სადაც სავარაუსო სატრანსფერო ფასების გათვალისწინებით, ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობები ყავთ.

კვლევაში ევროპის 5 ტოპ-ლიგა მონაწილეობდა: ინგლისური პრემიერ-ლიგა, ესპანური პრიმერა, გერმანული ბუნდეს-ლიგა, იტალიური სერია A და ფრანგული ლიგა 1.

პირველ სამეულში პრემიერ-ლიგის გუნდები მოხვდნენ: მანჩესტერ-სიტის ფეხბურთელების ჯამური ფასი 1, 28 მილიარდ ევროს შეადგენს. მანჩესტერ-იუნაიტედის ფეხბურთელთა საერთო ჯამი 12 მილიარდი ევროა. 900 მილიონზე მეტი აქვს გადახდილი მესამე ადგილზე მყოფ ლონდონის „ჩელსის“ ადმინისტრაციას.

კვლევაში აღნიშნულია, რომ შემადგენლობების ღირებულების შეფასება 2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით მოხდა.
საინტერესოა, რომ ევროპის ყველაზე ძვირფასი შემადგენლობის მქონე ათ კლუბს შორის არცერთი იტალიური გუნდი არ მოხვდა.
TOP 10 კლუბი უძვარფასესი შემადგენლობით
1. მანჩესტერ სიტი (ინგლისი) – € 1,280 მლრდ
2. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) – € 1,214 მლრდ
3. ჩელსი (ინგლისი) – € 946 მლნ
4. ბარსელონა (ესპანეთი) – € 896 მლნ
5. ბაიერნი (გერმანია) – € 890 მლნ
6. ლივერპული (ინგლისი) – € 868 მლნ
7. რეალი (ესპანეთი) – € 846 მლნ
8. პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი) – € 808 მლნ
9. დორტმუნდი (გერმანია) – € 687 მლნ
10. ატლეტიკო (ესპანეთი) – € 662 მლნ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი