მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საყურადღებო რჩება-გოგინავა

ვაქცინაციის დაბალ ტემპსა და აცრის მნიშვნელობაზე საუბრობენ კვლავაც მედიკოსები. მათი შეფასებით, რეგულაციების მოხსნა რისკის შემცველია, თუმცა მთავარი რეკომენდაციების შესრულებაა.

“ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საყურადღებო რჩება. ვაქცინაციის პროცესი არ მიდის სწრაფი ტემპით და იმ ტემპით, რაც მოგვცემს ჩვენ იმის საშუალებას, რომ წლის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის 60% იყოს ვაქცინირებული. რეგულაციების მოხსნა, თეორიულად, შეიცავს რისკებს, მაგრამ ჩვენ თუ რეკომენდაციებს დავიცავთ და ვაქცინაცია გააქტიურდება, რა თქმა უნდა, ეს რისკები შემცირდება,“ – აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

შეგახსენებთ გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 28 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button