“დომოდედოვოს“ აეროპორტიდან 3 ათასი ადამიანია ევაკუირებული
ძლიერი ბოლის გამო, რომელმაც ცოკოლის სართული მთლიანად დაფარა, მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტის ტერიტორიიდან 3 ათასი ადამიანი გაიყვანეს, ცენტრალური შესასვლელი გადაკეტეს.
ფრენა, ყველა მიმართულებით, დროებით შეჩერებულია. წინასწარი მონაცემებით, ხანძარი საბარგო განყოფილებაში გაჩნდა.