Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კახეთში რამდენიმე უბანზე არჩევნების მეორე ტური გაიმართება

113

კახეთში არჩევნების მეორე ტური საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად, კიდევ ერთ საარჩევნო უბანზე გაიმართება.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, სოფლების საბუე- ალმატის ამომრჩევლები მეორე ტურში  შეარჩევენ. საარჩევნო უბანზე ერთმანეთს, ” ქართული ოცნების” და პარტია საქართველოსთვის წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან.

არჩევნების მეორე ტური იყო მოსალოდნელი, საკრებულოში სოფელ შილდის მაჟორიტარი დეპუტატის შესარჩევადაც, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ქართული ოცნების წარმომადგენელს, არჩევნებს ორი ხმით უგებდა.

უბნების შერჩევითი პრინციპით  ხელახალი გადათვლის შედეგებით, შილდაში მეორე ტური აღარ გაიმართება.

არჩევნების მეორე ტური, მაჟორიტარი დეპუტატის შესარჩევად ჩატარდება პანკისის ხეობის სოფელ დუისშიც, სადაც 2017 წელს,  სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი იყრის კენჭს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი