მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსით კახეთში კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო მონაცემებით, კახეთში, კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის განმარტებით, ხუთივე პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

“ლეტალობის მაჩვენებელი თითქოს სტაბილურია, თუმცა ხუთი გარდაცვალება მძიმე ფაქტია. მით უფრო, იმ ფონზე, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი შემცირებულია და აცრა, პირველ რიგში იმისთვის კეთდება, რომ გარდაცვალების შემთხვევები აღარ გვქონდეს. ამიტომაც ვაქცინაცია აუცილებელია”- განაცხადა ხიზანიშვილმა.
სექტემბრიდან დღემდე, კახეთში 286 მოქალაქე გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, რეგიონში მკურნალობას გადის 2974 პაციენტი, აქედან 218 იმყოფება სტაციონარში.
კოვიდპანდემიის დაწყების დღიდან კახეთში 38 271 ადამიანი დაინფიცირდა

მსგავსი პოსტები

Back to top button