Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ერთა ლიგის ფინალში ესპანეთი საფრაგეთს შეხვდება

4

იტალიაში მიმდინარე ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ფინალში ერთმანეთს ესპანეთის და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

იქამდე კი ტურინის „იუვენტუსის“ სტადიონზე ერთმანეთის პირისპირ ბელგიის და საფრანგეთის ნაკრებები დადგნენ

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი ბელგიამ 2:0 მოიგო. გოლების ავტორები კარასკო და ლუკაკუ გახდენ.

მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ჩემპიონმა მატჩის მეორე ნახევარში თამაში შეატრიალა და ანგარიშით 3:2 გამარჯვებაც მოიპოვა.

ბენზემას, მბაპეს და ტეო ერნადესის გოლებით ფრანგებმა მოგება ჩაიწერეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მიწურულს რომელუ ლუკაკუმ კიდევ გაიტანა გოლი,მაგრამ არ ჩაუთვალეს, სამაგიეროდ, ერნანდესის გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა და გამარჯვების გოლად იქცა.

შეგახსნებთ,რომ წინა ნახევარფინალში ესპანეთმა იტალიის ნაკრებს სძლია. ფინალურ შეხვედრას კი მილანის სან-სიროს სტადიონი 10 ოქტომბერს უმასპინძლებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი