Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ნიუკასლი 305 მილიონად გაიყიდა. ახალი მფლობელი არაბეთის საინვესტიციო ფონდია

8

ინგლისური ნიუკასლი 305 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა და აქციების სული პაკეტი საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა გადაიბარა.

ფონდის ბიუჯეტი 320 მილიარდი ფუნტი სტერლინგია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანიის ბიუჯეტი მანჩესტერ -სიტისა და პარი სე_ჟერმენის მფლობელების ბიუჯეტს ერთად 11-ჯერ აღემატება.

კომპანიის მენეჯერი მოჰამედ ბინ სალმანია. ის ვეყანაში მეფის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა.

ბინ სალმანი საუდის არაბეთის ეკონომიკისა და განვითარების საბჭოს თავმჯდომარეცაა.

საინვესტიციო ფონდს კლუბის შეძენა 2020 წლის აპრილიდან სურდა, თუმცა შეთანხმების გაფორმება მხოლოდ ახლა მოახერხა და ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა გვერდმა ფაქტი უკვე დაადასტურა.

ნიუკასლი ბოლო პერიოდში პრემიერლიგიდან რამდენჯერმე გავარდა და ინგლისის საფეხბურთო ბომონდში ადგილის დამკვიდრება მალევე მოახერხა.

გუნდი ინგლისის 4-გზის ჩემპიონია, მან ბოლო ტიტული 1926-1927 წლების სეზონში მოიპოვა. ინგლისურ მედიის ინფორმაციით, ნიუკასლი სატრანსფერო ბაზარზე უკვე ზამთარში გააქტიურდება, ზაფხულიდან კი სუპერტრანსფერებს უნდა ველოდოთ.

ასე, რომ ფაქტია, ევროპულ საფეხბურთო ბაზარს ახალი უმდიდრესი მყიდველი გაუჩნდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი